Analyse with us · Get more success

ბიზნეს ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი და სოფტ დეველოპმენტი

იფიქრე მონაცემებით.

მონაცემთა წყაროების ქაოსის, ხელით აწყობილი რეპორტებისა და გვიან შემჩნეული პრობლემების ნაცვლად, ყველაფერს ერთ სისტემაში ვაერთიანებთ: ავტომატური რეპორტები, ერთიანი დეშბორდები და AI ასისტენტი. საჭიროების შემთხვევაში, თქვენს ბიზნესზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფასაც ვქმნით. ასე ყველა ერთსა და იმავე ციფრს ხედავს, ზედმეტ ხარჯებს დროულად ამჩნევთ და ზრდის შესაძლებლობებს პოულობთ. გადაწყვეტილებები ფაქტებს ეყრდნობა და არა ვარაუდს, რაც მოგებისა და კომერციულ ზრდას ნიშნავს.

ჩვენი პროდუქტები

დასტაქარი

კლინიკის მართვის სრული პლატფორმა ანალიტიკითა და ჩაშენებული AI ასისტენტით. რეგისტრატურა, პაციენტის ელექტრონული კაბინეტი, ამბულატორია, სტაციონარი და ფინანსები ერთ სისტემაშია, ანალიტიკური დეშბორდებით. AI ასისტენტი ეხმარება სამედიცინო პერსონალს, ადმინისტრაციასა და მენეჯმენტს.

მიკიტანი

კვების ობიექტის მართვის სრული პლატფორმა ანალიტიკითა და ჩაშენებული AI ასისტენტით. შეკვეთები, მენიუ, ფილიალები და პერსონალი ერთ სისტემაშია, გაყიდვების, საშუალო ჩეკისა და დატვირთვის ანალიტიკით. AI ასისტენტი ეხმარება მფლობელს, მენეჯერსა და პერსონალს.

მოურავი

AI ასისტენტი ახალი პროგრამის დანერგვისთვის. ის კომპანიას გვერდით უდგას ძველი სისტემიდან ახალზე გადასვლისას, ეხმარება მონაცემთა ბაზების მიგრაციასა და ადაპტაციაში. გადასვლა უფრო სწრაფი და უსაფრთხოა, ყოველდღიური მუშაობა კი არ ჩერდება.

დეშბორდის ნიმუში, სადემონსტრაციო მონაცემებით

დაგვიკავშირდით

ვისაუბროთ თქვენს გამოწვევებზე

ერთად განვსაზღვრავთ, რომელი გადაწყვეტა გამოგადგებათ.

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ